ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი განლაგებულია მდინარე რიონზე. ამ ქალაქის დაარსების ისტორია დღემდე საკამათოა.ქუთაისი საქართელოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, არქეოლოგების მიხედვით ქალაქის ტერიტორია და შემოგარენი ასი ათასი წლსი წინ იყო დასახლებული.ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ქალაქი „მინოსის ხანას“ მიეკუთვნება. მინოსი იყო ხელმწიფე კრეტაზე .ქუთაისი  ანტიკური დროიდან ინარჩუნებდა და ინარჩუნებს დასავლეთ საქართელოს პირველი ქალაქის წოდებას.

მეექვსე საუკუნეში ქუთაისი იყო ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს სატახტო ქალაქი.
978 წელს ბაგრატ მესამემ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა და 1122 წლამდე ქუთაისი ინარჩუნებდა  საქართველოს სატახტო ქალაქის წოდებას.ბაგრატ მესამემ  ქალაქი მნიშვნელოვნად შეცვალა:განაახლა სამეფო სასახლე და გალავანი, ხოლო 1003 წელს კურთხევა მოხდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა. ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო საქართველოს სიძლიერისა და ერთიანობის სიმბოლო , ამიტომ ამ ტაძრის კურთხევა მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა ყოფილიყო.

1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი, რომელმაც ქუთაისთან ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც „მეორე იერუსალიმად „ იწოდებოდა.გელათი მთელი საქართველოს სიბრძნის, განათლების,სიწმინდის, კერა გახდა.1122 წელს დავითმა თბილისი არაბთაგან გაათავისუფლა ,ხოლო ქუთაისი გახდა სამეფო რეზიდენცია კერძოდ გეგუთის სასახლე ,რასაც მეორენაირად „ საყდარსა დავითიანსა ‘’ უწოდებდნენ.როდესაც მტრები თბილისს აიღებდნენ ქუთაისი ხდებოდა სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი.როდესაც ერთიანი საქართველო დაიშალა ქუთაისი კვლავ გახდა  იმერეთის სამთავროების დედაქალაქი.1403 წელს თემურლენგის ლაშქორბებმა ქუთაისსაც მიაღია , ქალაქი განადგურდა , აოხრდა, მოსახლეობა გაიჟლიტა. ამ ლაშქრობებმა ქუთაისს დიდი კვალი დაამჩნია და ამ ყველაფრის მერე , ქუთაისმა დაიწყო ნელ-ნელა უკანსვლა.

ქუთაისის ღირსშესანიშნაობები:
1. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.
2. გელათის საკათედრო ტაძარი – ტაძრის ეზოში განლაგებულია დავით აღმაშენებლის საფლავი
3. მოწამეთა სამონასტრო კომლექსი- მდებაორებს ქუთაისთან ახლოს , 6 კილომეტრის დაშორებით.
4. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი,
5.სათაფლიის ნაკრძალი – ნაკრძალი მოითვლის 500 ჰექტარს.
6. პრომეთეს მღვიმე-ქუთაისიდან 40კმ ის დაშორებით
7.კაცხის სვეტი
8. გორდიის კანიონი.

სულ რაღაც ერთ დღეშია შესაძლებელი ქუთაისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, თუკი საკუთარი ავტომობილი. თუკი არ გყავთ, შეგიძლიათ იქირავოთ ავტომობილი Tbilisocarrental-ში. ჩვენ გთავაზობთ მანქანის გაქირავების სერვისს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და მთელ საქართველოში.

საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობა  კონსტიტუციაში ორჯერ შეიცვალა: თავიდან მდებარეობდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში შემდგომ კი 2009 წელს მიღებული ცვლილებების გათვალისიწნებით ადგილსამყოფლად თბილისი და ქუთაისი განისაზღრა, მაგრამ პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო. ხოლო 2011 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომელიც ძალაში 2012 წლის 1 ოქქტომრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა,პარლამენტის ადგილსამყოფლად მხოლოდ ქუთაისი განისაზღვრა.

2012 წელს პარლამენტი გადავიდა ქუთაიში , შენობასი რომელიც აშენდა 2010-2012 წლებში. შენობა მარტივი ფორმებითაა შექმნილი: მინის კამარა შუაზეა გაყოფილია ბეტონის სარტყლით , რომელიც თეთრი ფერისაა, რომლის ბოლოებიც მიწის ზედაპირს ჰორიზონტალურად მიჰყვება და წარმოადგენს შენობასი შესასვლელს.

საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობა  კონსტიტუციაში ორჯერ შეიცვალა: თავიდან მდებარეობდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში შემდგომ კი 2009 წელს მიღებული ცვლილებების გათვალისიწნებით ადგილსამყოფლად თბილისი და ქუთაისი განისაზღრა, მაგრამ პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო. ხოლო 2011 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომელიც ძალაში 2012 წლის 1 ოქქტომრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა,პარლამენტის ადგილსამყოფლად მხოლოდ ქუთაისი განისაზღვრა.